01:06 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-01 04:40:09, 1829 ნახვა

საზოგადოება
ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი „დიდი სლემის“ ტურნირის მერვედფინალში  თავის კარიერაში პირველად ითამაშებს. ქართველმა ჩოგბურთელმა აშშ-ის ღიას 1/16 ფინალში ოთხ სეტში მოუგო მსოფლიოს 66-ე ჩოგანს, არგენტინელ გვიდო პეიას – 6:3, 6:4, 1:6, 7:6(4).

პირველ პარტიაში მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მეოთხე გეიმში მიიღო და შეძლო ამ შანსის გამოყენება, მეორე სეტი კი ორმაგი ბრეიკითა და ზედიზედ სამი გეიმის აღებით დაიწყო. მართალია, არგენტინელმა ერთი დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, მაგრამ მეორედ ეს ვეღარ შეძლო და ბასილაშვილმა სეტებში 2:0 წაიყვანა ანგარიში.

მესამე სეტში ბასილაშვილმა არგენტინელს უპირატესობა და ინიციატივა დაუთმო და 1:6 წააგო. ჯამში, გამარჯვებული სეტბრეიქმა გამოარკვია. 7:6 იმარჯვა მეოთხე სეტში ნიკოლოზ ბასილაშვილმა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა/





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics