18:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 11:36:12, 2626 ნახვა

მსოფლიო
„დემოკრატი ვარ და მიყვარს ჯონ მაკკეინი“ - ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას იტირა (ვიდეო)

მე ჯო ბაიდენი ვარ, მე „დემოკრატი“ ვარ და მე მიყვარს ჯონ მაკკეინი, -ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე. 

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მაკკეინის სახელი ისტორიაში დარჩება და პოლიტიკური ლიდერების მომავალ თაობებს ძალას მისცემს. 

"ჯონის ისტორია ეს ამერიკის ისტორიაა, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემასა და ფუნდამენტურ სამართლიანობაზე. ჯონს გააზრებული ჰქონდა, რომ ამერიკა პირველ რიგში იყო სარისკო იდეა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჯონი ჩვენთან აღარ არის, მან საკმაოდ მკაფიო ინსტრუქციები დაგვიტოვა - "ყოველთვის გჯეროდეთ ამერიკის დიდების და განვითარების".  განვლილ გზას რომ ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ ჯონ მაკკეინს ძმად მივიჩნევდი. შემეძლო ჯონ მაკკეინისთვის ჩემი სიცოცხლე მენდო და ვფიქრობ, მასაც შეეძლო თავისი სიცოცხლე ჩემთვის მოენდო. როდესაც რამე პრობლემა მქონდა, ჯონი ყოველთვის პირველი იყო, ვინც რჩევით მოვიდოდა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას ჯო ბაიდენი ატირდა და ის ადამიანებიც გაიხსენა, რომლებიც სიმსივნის გამო გარდაიცვალნენ, მათ შორის მისი მეგობარი სენატორი ტედ კენედი და შვილი ბო. 

„არის მომენტები, როდესაც ცხოვრება ძალიან სასტიკი და ბრმაა, როდესაც რთულია რამის დანახვა. მსოფლიო ჩვენთან ერთად იზიარებს იმ ტკივილს,, რომელიც მაკკეინის გარდაცვალებამ მოგვიტანა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი 28 აგვისტოს 81 წლის ასაკში სიმსივნისგან გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს დაკრძალვენ. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics