01:06 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 11:04:25, 1016 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონს ხუთი ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატება. პროექტის ფარგლებში, ზღვის უბნის მე-4 კვარტალში, N7 კორპუსის წინ კაუჩუკის მოედანი მოეწყო და ხის ატრაქციონები დამონტაჟდა.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ყველა ატრაქციონი ხის მასალისგან არის დამზადებული. გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, კონსტრუქციაც გამძლე და მყარია. რამდენიმე ატრაქციონის გამოყენება სპეციალური შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შეუძლიათ. ვცდილობთ ჩვენი პატარებისთვის მეტი გასართობი სივრცე მოვაწყოთ. სამწუხაროდ, სკვერებში და ასეთ მოედნებზე ინფრასტრუქტურის დაზიანების ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. კარგი იქნება, თუ მოსახლეობაც უფრო მეტად გაუფრთხილდება გასართობ-დასასვენებელ სივრცეებს,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ზღვის უბანში დასრულებული პროექტის გარდა, ატრაქციონების მონტაჟი კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს: ბენდელიანის ქ. N12 და ჭყონდიდელის ქ. N20ა. ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ორი ახალი საბავშვო მოედნის მოწყობა დაიწყება.

ხუთივე მისამართზე შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 85 410 ლარი გამოიყოფა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics