2018-08-30 12:54:11, 796 ნახვა
საზოგადოება
დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მფლობელი კომპანიის მეწილე გახდა
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი მფლობელი გახდა.
კერძოდ, დეპუტატის შვილმა შპს „ტელეკომპანია საქართველოს" 50%-იანი წილი ძმები ყარამანიშვილებისგან შეიძინა. ამასთან, მან რ2-ის კაპიტალში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს დათქმული გრაფიკით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყარამანიშილებთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდება.
ცნობისთვის, სწორედ „ტელეკომპანია საქართველო" „რუსთავი 2-ის" საკონტროლო, 51%-იან წილს ფლობს.
„რუსთავი 2-ის" წილები ასეა გადანაწილებული: ლევან ყარამანიშვილი 22%; გიორგი ყარამანიშვილი 18%; შპს „ტელეკომპანია საქართველო" 51%; ნინო ნიჟარაძე 9%.
ავტორი: ,