2018-08-30 13:01:03, 2278 ნახვა
საზოგადოება
27 906 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა - გამოცდების წარმატებით ჩაბარება 70%-მა შეძლო
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, წელს სტუდენტი 27 906 ახალგაზრდა გახდა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების 70%-მა ჩააბარა. მათგან გრანტის მოპოვება 10 614-მა აბიტურიენტმა შეძლო.
„1 000-ზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება“, - აღნიშნა მიმინიშვილმა.
ავტორი: ,