2018-08-30 12:32:46, 901 ნახვა
საზოგადოება
ფუნიკულიორის ფერდობზე, შესაძლოა, წარწერა „თბილისი“ განთავსდეს
ფუნიკულიორის ფერდობზე, შესაძლოა, წარწერა - "თბილისი" განთავსდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის განმარტებით, აღნიშნული იდეა მოქალაქეს ეკუთვნის.
"ასევე გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო იდეა, ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს, ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა "თბილისი" ქართულ-ინგლისური ასოებით. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა "თბილისი" იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას. თუმცა, ამ საკითხს ჩვენ განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის საბჭოზე. მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და გვინდა, ვიკითხოთ - რამდენად შეიძლება პროექტის განხორციელება. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: ,