23:17 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 12:05:05, 820 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება, რომ „სვეტი“ ყველა პროექტი დასრულდეს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობამ სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით ყველა საჭირო ზომა მიიღო, კომპანია მშენებლობას მაინც ვერ იწყებს.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათთან მუდმივი კავშირი აქვს. 

„ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს სოციალურ ქსელში ჩემს პირად ფეისბუქ გვერდზე, თუ რა ხდება ამ პროექტებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი პრობლემური სამშენებლო კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან თვალსაზრისით, ყველანაირად დავეხმარეთ, მშენებლობას ვერ ახერხებენ. პარალელურად გამოძიება დაწყებულია. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და  ამ ადამიანებთან კავშირი ყოველთვის გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მთავრობის მხრიდან,  შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალური თანადგომა იქნება, რომ „სვეტის“ მიერ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდეს. 

„როდესაც შესაბამისი სამსახურები საგამოძიებო მოქმედებებს დაასრულებენ და ჩვენი მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი იქნება, იცოდეთ ყველამ, რომ დედაქალაქის მთავრობის მხრიდან თანადგომა იქნება, რომ “სვეტის“ მიერ არსებული ყველა პროექტი დავასრულოთ და არცერთი დაზარალებული ადამიანი არ დარჩეს. ხალხი ემიგრაციაშია წასული, იქ შრომობს, წვალობს. იქიდან გადმორიცხული თანხებით ბინები შეისყიდეს და დღესაც გაურკვეველია, რა ბედი ეწევა“, - აღნიშნა  კახა კალაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics