01:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 11:58:02, 858 ნახვა

სამართალი
ორ უცხოელს ნარკოდანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ს.ა.-ს, და ს.ბ.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ ს.ა.-მ 79,0369 გრ. ,,ჰეროინი", ხოლო ს.ბ.-მ  91,2084 გრ. ,,ჰეროინი", რაც შენიღბული სახით შეინახეს თავიანთ სხეულში და 2018 წლის 27 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე,  რომელიც 2018 წლის 27 აგვისტოს  შემოვიდა  საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, იმავე დღეს დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2018 წლის 29 აგვისტოს, ს.ა.-ს და ს.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ. დანიშნულია ასევე ექსპერტიზა ს.ბ.-სგან დამატებით ამოღებულ სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებებზე.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics