|
2018-08-30 11:49:54, 663 ნახვა
საზოგადოება
NGO-ები: გურამ კაშიას მიმართ აგრესია ლგბტ თემის ჩაგვრის სისტემურობას აჩვენებს
სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" წევრი ორგანიზაციები ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებზე შეშფოთებას გამოთქვამენ და ლგბტ თემის წევრებს, ასევე გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ ყველა იმ პირს, რომლებიც, საზოგადოების ნაწილი ზეწოლის მიუხედავად, ლგბტ თემის წევრებს სოლიდარობას ღიად და თამამად უცხადებენ. "გურამ კაშიას მიმართ გამოხატული აგრესია და ძალადობის მუქარა პირველ რიგში, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული ჩაგვრისა და ძალადობის სისტემურობასა და სიმძიმეს აჩვენებს. ლგბტ ადამიანები კანონმდებლობის დონეზე თანასწორობის ფორმალური აღიარების მიუხედავად, პრაქტიკაში იგნორირებას, სისტემურ ჩაგვრასა და ძალადობას განიცდიან. კვლავ პრობლემად რჩება სახელმწიფო უწყებებსა და ადმინისტრაციულ პრაქტიკებში ინსტიტუციონალიზებული ჰომოფობიის საკითხი, ხოლო განათლების სისტემისთვის კი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს თანასწორი, თავისუფალი და სხვა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში საკუთარი ფუნქციის სათანადოდ შესრულება. ამ პირობებში სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების მიერ მხარდაჭერილი და პოლიტიკურად ინსტრუმენტალიზებული ჰომოფობია არსებითად აზიანებს დემოკრატიული განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, ხელისუფლება და პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები ვერ ახერხებენ თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკური დისკურსის შექმნას და საზოგადოებაში გაჩენილი სოციალური კონფლიქტების სისტემურ გადაჭრას. კვლავ გამოწვევად რჩება ძალადობის, დისკრიმინაციის, მუქარის ფაქტებზე სათანადო და დროული სამართლებრივი რეაგირების საკითხი", - აღნიშნულია პლატფორმის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან "ქართული მარშის" წევრის, კონსტანტინე მარგოშიას მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, ასევე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის და ეროვნული ნაკრების წევრების მხრიდან კაშიასთვის სოლიდარობის გამოცხადებას. გარდა ამისა, "არა ფობიას!" მიიჩნევს, რომ მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო მესიჯები. "მომეტებული ჰომოფობიური განწყობების ფონზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის, არსებითად კი სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერი მკაფიო საჯარო განცხადებების გავრცელება და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მუქარის შემცველ განცხადებებსა და კონფლიქტის პროვოცირებისკენ მიმართულ ყველა ქმედებაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნავენ ორგანიზაციები. NGO-ების განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია 9 სექტემბერს დაგეგმილი მატჩის მშვიდობიან ფონზე გამართვის უზრუნველყოფა. გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურადგანწყობილი საზოგადოების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. 22 აგვისტოს UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდო (Equalgame) გადასცა. ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესია ამ ჯილდომაც გამოიწვია. ამის შემდეგ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი გააუქმა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია #გურამშენთანვართ
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)