13:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 19:38:49, 811 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: რასაც ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად, ის აღიარა დღეს სერგეი შამბამ

„რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების  განმავლობაში, პრაქტიკულად, ის აღიარა დღეს სერგეი შამბამ, რაც ძალიან ნიშანდობლივია“, -  ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

„ნამდვილად საინტერესო ფრაზები მოვისმინეთ, მათ შორის, ბატონმა შამბამ აღიარა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით უკვე ამდენი წლის განმავლობაში. კერძოდ, საუბარია ისტორიაზე და თავისი პირით აღიარა შამბამ, რომ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის ის დღეს. თქვენ იცით, როგორი არის დამოუკიდებლობის ხარისხი და შესაბამისად, როგორი იყო ისტორიულად მისი დამოუკიდებლობის ხარისხი. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების  განმავლობაში, პრაქტიკულად ის აღიარა დღეს შამბამ, რაც არის ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ქმნის ხელოვნურ ბარიერებს,  ქართულ მხარე თავის პოლიტიკაში იქნება პრინციპული.

„რაც შეეხება ჩვენ მიდგომას, ეს მიდგომა არის ყველასთვის ცნობილი - მიდგომა არის მშვიდობიანი. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ ნდობის აღდგენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, თუმცა არის ხელოვნური ბარიერები და როგორც მოგეხსენებათ, ამ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის რუსეთის ფედერაცია, რაც  ართულებს ამ პროცესს, თუმცა ჩვენ ვიქნებით პრინციპულები ამ პოლიტიკაში, ჩვენ დავამტკიცეთ სამშვიდობო ინიციატივა, გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სურვილია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ხალხებს შორის ურთიერთობების დაახლოებას",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics