13:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 13:59:14, 993 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: კობაური სასწრაფოდ ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან სქესობრივი აქტის დამყარება არ შეუძლია

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს, კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნაში ეჭვი შეაქვს და აცხადებს, რომ ლორა სმიტთან კობაურს სექსუალური კავშირი არ ჰქონია.

ადვოკატის განმარტებით, კობაურისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა და პროკურატურას სათანადო მტკიცებულებები არ აქვს.

„სექსუალური ძალადობა არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. თავად კობაური ჩვენ გვეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, ვინაიდან მე არ შემიძლია სქესობრივი აქტის დამყარებაო. ეს არის პასუხი, ამიტომ ეს ისეთი აბსურდული ექსპერტიზის დასკვნაა, რომ დარწმუნებული ვარ ეს განხილვის საგანი გახდება და მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოებას ამაზე კითხვები არ დარჩება. რა თქმა უნდა, არ ვენდობით და ვერც ვენდობით, როგორ შეიძლება კაცისივე სპერმა, თავისივე უკანა ტანში იყოს? ხომ წარმოუდგენელია...  ძალადობის კვალი არ არსებობს საქმეში და როგორ შეიძლება არ არსებობდეს ძალადობის კვალი და ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა იყოს ამოღებული. ფაქტია, რომ მას არანაირი სექსუალური აქტი არ დაუმყარებია აწ გარდაცვლილ ლორა სმიტთან“, - განაცხადა კობაიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა მოკლულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. 14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics