13:53 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 13:49:11, 789 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე მნიშვნელოვანია, შესაბამისი საინფორმაციო დაფა განთავსდეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის საკრებულოს მიერ ერთ-ერთი ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ვიდრე შერჩეულ ქუჩაზე ჩატარდება სრული აღრიცხვა და ნომრების მინიჭება, განთავსდეს სადემონსტრაციო-საინფორმაციო დაფა, როგორც ეს ქართველ გმირს შეეფერება. აღნიშნული ინიციატივით, მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე მყოფ ქალაქ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა.

„აგვისტოს თვე არის  მძიმე თვე ჩვენი ქვეყნისთვის. წელს შესრულდა 10 წელი  აგვისტოს მოვლენებიდან. მივესალმები საკრებულოს გადაწყვეტილებას, ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის  ეროვნული გმირის  გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ.  ასევე მინდა ვითხოვო, რომ მოკლე ვადებში მოხდეს სადემონსტრაციო დაფის განთავსება აღნიშნულ ქუჩაზე. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ქვეყნისთვის თავდადებული გმირები უნდა გვახსოვდეს არა მხოლოდ აგვისტოში, არამედ მთელი წლის განმავლობაში და ყოველდღე უნდა მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას და თავდადება“,  - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ამ ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების საკითხის განხილვა საკრებულოს 15 მარტის სხდომაზე მოხდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics