04:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 12:30:33, 1777 ნახვა

პოლიტიკა
წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაქსიმალური პრევენციისთვის, მთავრობა დადგენილებას იღებს

ჩვენი პასუხი ოპონენტების უსაფუძვლო ბრალდებებზე არის ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და შეფასდა, როგორც უმაღლესი სტანდარტის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ეს ამოცანა აქვს ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

„რაც შეეხება იმ კადრებს, რომელიც გამოქვეყნდა მედიაში, ბუნებრივია მე ვიცი, რომ საარჩევნო კომისიამ მას უპასუხა და ნებისმიერ ასეთ გამოვლენას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი. რაც შეეხება ჩვენს განწყობებსა და მიდგომებს, დღევანდელ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება განიხილება, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური პრევენცია, რომ არ მოხდეს სხვადასხვა ტიპის რესურსის გამოყენება ამ არჩევნებზე. ეს დადგენილება და პრინციპები, რომელიც გაწერილია მასში, ამავე დროს წარმოადგენს ჩვენი კომუნიკაციის საკითხს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics