18:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 13:48:27, 2829 ნახვა

მსოფლიო
The Washington Post - ტრამპმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თეთრ სახლს განცხადების გავრცელება აუკრძალა

დონალდ ტრამპმა სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის მიერ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ წინასწარ მოამზადა განცხადება, სადაც გარდაცვლილი სენატორი ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომში მონაწილეობის გამო გმირად იყო მოხსენიებული. ეს განცხადება პრეზიდენტ ტრამპს გადაუგზავნეს, თუმცა მან ამ განცხადების გავრცელებაზე უარი თქვა.

ამის ნაცვლად აშშ-ის პრეზიდენტმა მოკლე განცხადება დაწერა „ტვიტერზე“:

„მინდა უღრმესი პატივისცემა და სიმპათია გამოვხატო სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახის მიმართ. გულით და ლოცვით თქვენთან ვართ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

The Washington Post-ი ასევე წერს, რომ ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპსა და ჯონ მაკკეინს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. ამერიკელი სენატორი თეთრი სახლის ლიდერს ღიად აკრიტიკებდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაკკეინმა დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა 2015 წელს განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინს გმირად არ მიიჩნევს, რადგან ვიეტნამის ომის დროს ის ტყვედ ჩავარდა: „პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ტყვედ არ ჩავარდნენ“.

შეგახსენებთ, 81 წლის ასაკში საკუთარ სახლში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია მაკკეინი ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და რამდენიმე თვის წინ მძიმე ოპერაციაც გადაიტანა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics