21:18 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-27 12:33:22, 1449 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი მარგველაშვილს მოუწოდებს, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო, პრეზიდენტის სასახლეზე დროშა ნახევრად დაუშვას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო, სასახლეზე დროშა ნახევრად დაუშვას.

ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მოვუწოდებ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეზე ნახევრად დაუშვას დროშა, როგორც ამას ხსოვნის ტრადიცია მოითხოვს, ,საქართველოს ეროვნული გმირის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 81 წლის ასაკში საკუთარ სახლში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია მაკკეინი ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და რამდენიმე თვის წინ მძიმე ოპერაციაც გადაიტანა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics