21:18 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-25 13:24:08, 1297 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი BP Georgia-ს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველო რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების პროცესში British Petroleum-ის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია, - ამის შესახებ BP Georgia-ს ხელმძღვანელმა კრის შლიტერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებს, რომლებშიც 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.

ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას ისახავს მიზნად.

საუბრისას, მხარეებმა განიხილეს „შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის მიმდინარეობის პროცესი, ასევე - ბაქო-სუფსისა და ტრანსკასპიური მილსადენების როლი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

პრემიერ-მინისტრმა British Petroleum-ს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციებისა და მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელთა მეშვეობით ქვეყანაში 6 ათასამდე ადამიანი დასაქმდა, მათი უმეტესობა კი იმ რეგიონის მცხოვრებია, სადაც BP პროექტებს ახორციელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics