|
2018-08-25 12:03:41, 765 ნახვა
რეგიონი
ისანში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია რვა მისამართზე მიმდინარეობს
ისნის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია რვა მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, განსაკუთრებით მასშტაბური სამუშაოები ბერი გაბრიელ სალოსის N145-სა და N53 -ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან ტარდება. აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „ჩვენს რაიონში, რამდენიმე მისამართზე, მოსახლეობას წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელების გაუმართაობის გამო სერიოზული პრობლემები ექმნებოდა. სწორედ ამ საკითხის მოგვარების მიზნით დავეხმარეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და დავაფინანსეთ აღნიშნული პროექტები. ამ მოსახლეობას დავპირდით, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ სხვა, მათთვის საჭირო სამუშაოების განხორციელებაშიც დავეხმარებით“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. გაბრიელ სალოსის ქუჩის გარდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 100%-იანი დაფინანსებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები შემდეგ მისამართებზე იცვლება: სამგორის დასახლება კორპუსი N32, კახეთის გზატკეცილი N10, ვაზისუბნის III მიკრორაიონის, II კვარტლის კორპუსი N10 , ნავთლუღის ქუჩა N24 კორპუსი N3, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, I კვარტლის, კორპუსი N13 და შირაქის ქუჩა N13. ისნის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამით, ჯამში 48 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულება 823 895 ლარია. გარდა მიწისქვეშა საინჟინრო - საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციისა, ამ დროისთვის, ორ მისამართზე ახალი, თანამედროვე ტიპის ლიფტები მონტაჟდება, ხოლო შვიდ სადარბაზოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, კიდევ 83 პროექტს დააფინანსებს.
(NS)
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)