07:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 18:01:31, 337 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც  ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას სავალუტო ფონდის  წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ. 
ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. 
როგორც ხადურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენელმა   ყოფილ  პრემიერ-მინისტრთან  პირისპირ  დარჩენა ითხოვა.  
„მე ვიცი ზუსტად ის რაც თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.  ჩვენ გვქონდა შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიასთან, როდესაც ბატონი ბიძინა პრემიერი გახლდათ და მე, როგორც ფინანსთა მინისტრი ვესწრებოდი ამ შეხვედრას. შეხვედრის შემდეგ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ითხოვა პირისპირ დარჩენილიყო პრემიერთან და შემდეგ ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ სწორედ ამაზე იყო საუბარი. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ როცა საქმე ეხება მის პირადს მან საზოგადოებრივი პირადზე წინ დააყენა. მან განაცხადა, რომ თუკი არსებობს კითხვები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მათზე პასუხი უნდა აგონ“,-განაცხადა ხადურმა.  
კითხვაზე არის თუ არა მსგავი ინფორმაცია სხვა ბანკებთან მიმართებაში ხადურმა განაცხადა, რომ მას ამ თემაზე საბანკო სექტორთან საუბარი არ ჰქონია, რადგან საბანკო სექტორი ფინასთა სამინისტროს წინაშე ანგარიშვალდებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics