19:36 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 14:12:01, 952 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N20 კორპუსის მიმდებარედ, 3500 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო. სკვერის რეაბილიტაცია ვაკის რაიონის დაკვეთით კომპანია „ინტერტექნოლოგმა“ განახორციელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სკვერში განახლდა საბავშვო მოედანი, ამფითეატრი, აუზი, მოეწყო სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გარე განათების სისტემა და დაიგო ბალახი. პროექტის ღირებულებამ 254 397 ლარი შეადგინა.

განახლებულ სკვერში ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.

„ვაკის რაიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ბავშვებს ჰქონდეთ კეთილმოწყობილი და გამწვანებული გარემო. ამ სკვერში ჩვენ განვაახლეთ საბავშვო მოედანი, ფანჩატური, ამფითეატრი, სამუშაოების შედეგად მოპირკეთდა სავალი ბილიკები და დაირგო ბალახი, მოეწყო განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. ამ სკვერს ასევე აქვს გაგრძელება გზის მეორე მხარეს და სამომავლოდ იმ ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics