00:48 - 26 Jun, 2026
|
2018-08-23 11:20:11, 1886 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი გოგაშვილის გადადგომაზე: მიზეზები ჩემთვის უცნობია, იმედი მაქვს, გუნდის გაძლიერებას გააგრძელებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გოგაშვილის გადაწყვეტილების მიზეზები მისთვის უცნობია. „მიზეზები ჩემთვის უცნობია. ვიცი, რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თანამდებობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს „ქართული ოცნების“ გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყოველ მომენტში, პირველივე დღიდან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი იოსებ გოგაშვილმა 21 აგვისტოს დატოვა. იგი ამ თანამდებობას 2015 წლის აგვისტოდან იკავებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)