19:36 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 10:28:47, 1049 ნახვა

საზოგადოება
განათლების მინისტრი IBSU-ს აბიტურიენტებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე პირადად შეხვდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს, რომელთაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ.

მინისტრმა აბიტურიენტებს განუმარტა, რომ მათ აუცილებლად მიეცემათ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა მათი ინტერესების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურები გააცნო.

მიხეილ ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარ ამოცანას ყველა სტუდენტისა და აბიტურიენტის საგანმანათლებლო ინტერესის დაცვა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობების შექმნა წარმოადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics