12:42 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 16:49:15, 1736 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: გიორგი ჭანტურიას დას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებენ

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი, ანა კეკენაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ანა კეკენაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ჭანტურიების ოჯახსა და მათ გარემოცვას, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით ემუქრებიან და ამ გზით ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებენ.

„თხოვდნენ მას (გიორგი ჭანტურიას დას), რომ ეღიარებინა თითქოს აღნიშნული იარაღები მას ნანახი აქვს საცხოვრებელ სახლში და ჰქონდა მას ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა როდესაც მიიღეს პასუხად, რომ მარიამ ჭანტურიას არასოდეს უნახავს აღნიშნული იარაღები, არასოდეს უსაუბრია ამ იარაღებთან დაკავშირებით, ისინი გადავიდნენ უკვე მუქარასა და შანტაჟზე. მანიპულირებენ იმით, რომ მათ აქვთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალები, რასაც გამოიყენებენ ისინი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics