18:59 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-22 16:03:32, 1428 ნახვა

სამართალი
ზვიად კუპრავა სუს-ში დაიბარეს

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება კუპრავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სარესტორნო მომსახურებისათვის 4 მილიონი ლარი დახარჯა.

„სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურ დევს ამის დამადასტურებელი მასალები, თუ როგორ მიირთმევენ 4 მილიონ ლარს ხელისუფლების მაღლი თანამდებობის პირები, როგორ აქვთ დახარჯული 4 მილიონი ლარი ექვს თვეში სხვადასხვა რესტორანში და აქ სიმბოლურია, როდესაც ჭამაზე მედავებიან მე და თვითონ სწორედ ჭამისთვის აქვთ დახარჯული 4 მილიონი ლარი. როგორც ჩანს, პროკურატურამ სუს-ში გადმოაგზავნა აღნიშნული საქმის მასალები, რომელიც უკვე საქმეში დევს. ფაქტობრივად, ეს არის მოცემულობა, რომელიც სასამართლო განხილვის საგანი უნდა გახდეს“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგხსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავას ბრალი წარუდგინა. კუპრავა ბრალდების შესახებ პროკურატურის დადგენილებასაც გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: „ზვიად კუპრავა არ დაემორჩილა მოწოდებას, განაცხადა, რომ იგი 15: საათამდე იყო გათავისუფლებული სხდომიდან და შეიგინა მოსამართლის მისამართით. პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება. ამასთანავე, იგი კვლავ იგინებოდა სამართალწარმოების მონაწილე მოსამართლის მისამართით და უცენზურო ფრაზებით მოიხსენიებდა, რითაც გამოხატავდა სასამართლოსადმი აშკარა უპატივცემულობას“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics