|
2018-08-18 12:05:46, 1016 ნახვა
საზოგადოება
მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერი გახდა
მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერია. საპროვაიდერო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ შორის გაფორმდა, 2018 წლის აგვისტოდან „არდის“ დაზღვეულები „ნიუ ჰოსპიტალსში“ სადაზღვევო პირობებით ისარგებლებენ. კომპანია „არდის” დაზღვეულებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალსს“ და სერვისის მისაღებად გამოიყენონ დაზღვევის პოლისი. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ჰოსპიტალში არსებულ მრავალ მიმართულებას შორის ფუნქციონირებს საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით, აღჭურვილია უახლესი ოფთალმოლოგიური აპარატურით და 24 საათიანი რეჟიმით ემსახურება ყველა ასაკის პაციენტს. ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სირთულის გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები მუცლის ღრუსა და გულმკერდის ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის, ანგიოქირურგიის, მიკროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის, გინეკოლოგიის და ყბასახის ქირურგიის მიმართულებებით. ფუნქციონირებს გადაუდებელი კარდიოლოგიის და გულის კათეტერიზაციის განყოფილება, ასევე კრიტიკული მედიცინის რამოდენიმე განყოფილება. გარდა ამისა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გეგმიურად ხელმისაწვდომია სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და ქირურგიული სერვისები სხვადასხვა მიმართულებით - ინტერვენციული რადიოლოგია, ნევროლოგია და ნეირორეაბილიტაცია, გასტროენტეროლოგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია და სხვ. ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და სადიაგნოსტიკო დანადგარებით. ლაბორატორიული ანალიზები სრულდება RIQAS აკრედიტებულ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც 24 საათის მანძილზე ემსახურება პაციენტებს. გამორჩეული ინფრასტრუქტურის, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ყოველდღიურად ასეულობით პაციენტისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
(R)
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)