12:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-18 11:24:34, 1437 ნახვა

კომენტარი
იზორია: გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც კიდევ ერთხელ გააძლიერა ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ანწუხელიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები იმყოფებიან.

ადგილზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელმაც ანწუხელიძის საფლავი ყვავილებით შეამკო და აღნიშნა, რომ იგი ჩვენი ეპოქის გმირია.

„დღეს გიორგი ანწუხელიძეს 34 წელი შეუსრულდებოდა. გიორგი ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც თავისი თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება - დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენი ყველას ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, მათ შორის თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე,  2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ დაატყვევეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ  რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics