15:50 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 15:33:21, 706 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია 14 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონში 14 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. აქედან შვიდ მინი სტადიონზე ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა.

ერთ-ერთი განახლებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„აღნიშნულ მისამართზე ასფალტისსაფარიანი ფეხბურთის მინი სტადიონი იყო და ბავშვებს ძალიან უჭირდათ თამაში. ახლა კეთილმოწყობილია მოედანი და ახალგაზრდები მთელი დღის განმვალობაში დაკავებულები არიან სხვადასხვა სპორტული აქტივობით. გამგეობა მომავალ წელსაც აქტიურად განაგრძობს მსგავსი პროექტების განხორციელებას და კიდევ უფრო მეტი სპორტული სივრცე მოწესრიგდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

პროექტის ფარგლებში, 540 კვ.მ ფართობზე დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი, შეიცვალა ბადე, რომლითაც შემოფარგლულია მოედანი, დამონტაჟდა ახალი ფეხბურთის კარები და სკამები. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულებამ 64 000 ლარი შეადგინა.

უახლოეს პერიოდში ზღვის უბანში კიდევ ერთი მოედნის რეკონსტრუქცია დაიწყება. სულ 15 სტადიონის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 317 000 ლარი გამოიყოფა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics