12:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 14:54:00, 1793 ნახვა

კომენტარი
ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა: ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, პულსი ჯერ კიდევ ჰქონია

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა, ციალა ბეჟაშვილი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან „იბერიას“ განუცხადა, მისთვის მომხდარის მიზეზი უცნობია. მანვე აღნიშნა, რომ არ იცის ვისთან იმყოფებოდა ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე.

„რომ მოვედი, მეგონა ეძინა. რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო. ეტყობა, ვიღაცამ დაურეკა, რა მოხდა ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონია ჯერ. გვიანი იყო, ეტყობა ვიღაცა მოვიდა სახლში ლიფტში და. არ ვიცი, დოლიძეზე ვინ ცხოვრობს. შეიძლება გული გაუსკდა, ვერ გეტყვით ვერაფერს. რაღაც პრეპარატს იღებდა, სახელი აღარ მახსოვს, ნერვების გამო“,- აღნიშნა ციალა ბეჟაშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი სამართალდამცველებმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics