|
2018-08-17 12:36:34, 1116 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძემ საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე საჯარო შესყიდვების სისტემის ტრანსფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო შესყიდვების ინოვაციური გზით, ცენტრალიზებული შესყიდვების გამოყენებით განხორციელება იძლევა საშუალებას, უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სახსრების კიდევ უფრო ეფექტურად ხარჯვა და საჯარო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების შემცირება. „ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა, რაც დღის წესრიგში აყენებს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მიგვაჩნია საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალური ტრანსფორმირება და საჯარო შესყიდვების განხორციელება ახლებურად, ინოვაციური გზით, ცენტრალიზებული შესყიდვების გამოყენებით. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას უზრუნველვყოთ სახელმწიფო სახსრების კიდევ უფრო ეფექტურად ხარჯვა და შევამციროთ საჯარო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები, ამავე დროს შევამციროთ სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვების რისკი; მოვახდინოთ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციაში გაფანტული სახელმწიფო შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში კონცენტრირება და შესაბამისი სტრუქტურების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ სახელმწიფო შესყიდვების უკეთესი კოორდინაცია; შევამციროთ ამავე დროს შესაძლო კორუფციული რისკები და უზრუნველვყოთ ამ რისკების პრევენცია“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ მოლოდინია, რომ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ეკონომიის მიღება გახდება შესაძლებელი.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)