15:50 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 12:06:34, 632 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორემ იტალიის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო, იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას უსამძიმრებს.

„ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვწუხვართ ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე დაზარალებულთ ღმერთმა მისცეს სულიერი ძალა ამ მძიმე განსაცდელის გადასატანად. მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა. გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ მათ და იტალიელ ხალხს. ღრმა პატივისცემით სრულიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ , – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

შემთხვევა გენუაში 14 აგვისტოს მოხდა. ხიდის ჩამონგრევას, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics