10:42 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 11:47:11, 952 ნახვა

რეგიონი
აჭარა პოლონელი ჟურნალისტების ობიექტივში მოექცა

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

 მათივე ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ.

პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი და მთიანი აჭარა დაათვალირეს. ისინი ასევე, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ სამზარეულოს. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან 25-მდე პრეს და ინფოტური განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ.

პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს გარე რეკლამის, ონლაინ რეკლამისა და სხვა სარეკლამო არხების გზით. მზარდია პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების რაოდენობაც. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების ვიზიტები 25%- ითაა გაზრდილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics