23:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 10:54:04, 1121 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სამინისტრო: მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის

„ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტრო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანას.

უწყების ინფორმაციით, მერაბიშვილი სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევებს ერთი საათის განმავლობააში იტარებდა.

„ციხის სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა საჭიროდ შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში, რაც დაიგეგმა გუშინ და გუშინ საღამოს იქნა გადაყვანილი. დანიშნულების დანიშვნის მერე დაბრუნდა და იმყოფება დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. კლინიკაში დაყო, დაახლოებით, ერთი საათი და 19.20-ზე იმყოფებოდა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვანო მერაბიშვილის მონახულებას სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მისი ადვოკატებიც გეგმავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics