|
2018-08-16 10:32:26, 927 ნახვა
რეგიონი
ყოფილი „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია, მუშაობის გაგრძელების ნებართვას ითხოვს
სასტუმრო „ველმონდის“ ყოფილი „ლეოგრანდის“ ადმინისტრაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურს თხოვნით მიმართავს და ურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლებას ითხოვს. მათი განცხადებით მზად არიან აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება და არსებული ხარვეზების ეტაპობრივად გამოასწორონ. შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმროს ადმინისტრაციას ორდღიან ვადას მისცა, რათა შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. სამსახურის ინფორმაციით 2018 წელს შენობა სამჯერ შემოწმდა და გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. შარშან „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)