|
2015-06-04 14:57:14, 341 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ქადაგიძესთან ბევრი შეკითხვა შეიძლება მქონდეს, მაგრამ როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს, არ მაქვს
"გიორგი ქადაგიძესთან შეიძლება ბევრი შეკითხვა მქონდეს, მაგრამ როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს, არაფერი კითხვა მაქვს",-ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა მას, როგორც მთავრობის წევრს, კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. მისივე თქმით, შეკითხვა ყოველთვის ნებისმიერ იმ სფეროზე დარჩება, სადაც საქმე კარგად არ მიდის. "მე ქადაგიძესთან ბევრი შეკითხვა შეიძლება მქონდეს, მაგრამ როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს, არაფერი.ყოველთვის დარჩება შეკითხვა ნებისმიერ სფეროზე, სადაც საქმე მთლად კარგად არ მიდის. აქ საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს კანონით არ ევალება ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, ეს საკმაოდ სერიოზული დარტყმაა ქართული ეკონომიკისთვის და ვთვლი, რომ როგორც მთელი აღმსარულებელი ხელისუფლება ერთი მხივ, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი, აუცილებლად ატარებს ამის თაობაზე პასუხისმგებლობას",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. ცნობისთვის, მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ, შესაძლოა, პროკურატურას ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კითვები ჰქონდეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)