|
2015-06-04 14:20:28, 352 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: გაეროს რეზოლუცია აღიარებს, რომ დევნილები საკუთარ ტერიტორიებზე უნდა დაბრუნდნენ
„გაეროს რეზულუცია საკუთარ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნებას აღიარებს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გაეროს რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, რეზოლუცია გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს, ყოველწლიურად გააკეთოს მოხსენება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ. „გაეროს რეზულუცია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ის ეხება და აღიარებს დევნილთა დაბრუნებას მათ მიერ დატოვებულ ტერიტორიებზე, საიდანაც ისინი იძულებით იქნენ გამოსახლებულები. რეზოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ის ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად გააკეთოს მოხსენება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ. ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მუდმივად იყოს საქმის კურსში, თუ რა ხდება ამ მიმართულებით და ეს არ მოხსნას დღის წესრიგიდან. რეზოლუცია სთხოვს ჟენევის ფორმატით დიალოგში მონაწილე ქვეყნებს და სუბიექტებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ დევნილთა საკითხებზე და მათ მდგომარეობაზე, დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებაზე საკუთარ ადგილებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)