18:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-11 12:31:32, 3663 ნახვა

მსოფლიო
ბუქარესტში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 440 ადამიანი დაშავდა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 440 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 24 ჟანდარმი, - ამის შესახებ Agerpres იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 65 დაშავებულს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციაზე წყლის ჭავლის მანქანები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

ამასთან, მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. მან აქციის მონაწილეების დარბევა დაგმო.

ცნობისთვის, აქციაზე 60 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ორგანიზატორები საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელები იყვნენ. მათი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნები მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics