|
2015-06-04 13:44:49, 311 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნება რთული პროცესი იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისი უწყების ბალანსზე არსებული სახელმწიფოს მიერ იძულებით ჩამორთმეული ქონება აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება. მინისტრის განმარტებით, ამ ქონების ნაწილი წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა. „ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან შეხვედრები გვქონდა უამრავ ადამიანთან, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროში მოდიოდნენ და აცხადებნენ, რომ ესა თუ ის ქონება წართმეული იყო ან ძალით დათმობილი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ამ ქონებებზე არ გაგვიკეთებია აქტივობა, რომ გაგვეყიდა ანუ ჩვენ შევინახეთ ეს ქონება, იმისათვის რომ იურიდიული პროცესის დასრულების შემდეგ ისინი არ აღმოჩენილიყო მესამე პირების ხელში. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული ქონება ჩვენამდე გაიყიდა, ამიტომ ეს იქნება რთული პროცესი. ასეთი ტიპის საკითხები სასამართლოს მეშვეობით წარიმართება. რაც შეეხება ჩვენს ბალანსზე არსებულ ქონებას, ამ ნაწილში პროკურატურის პროცედურის გავლით ვეცდებით ყველა ასეთი ქონება გადავცეთ იმ ადამიანებს, ვინც დადგინდება, რომ დაზარალებულია ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)