|
2018-08-10 17:56:22, 2434 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძე: მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება
„ლარის კურსი მოთხოვნა-მიწოდებით და ბაზარზე არსებული მდგომარეობით ყალიბდება. ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას არაერთი ფაქტორი უწყობს ხელს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მედიის წარმომადგენლებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში დაფიქსირებული 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდის, მათ შორის მეორე კვარტალში 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია გააქტიურებული საინვესტიციო საქმიანობა, ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა, გაზრდილი ტურიზმი, ასევე პოზიტიური ტრენდით ხასიათდება მიმდინარე პერიოდში საგარეო სექტორის მდგომარეობა. „მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც გვიჩვენებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებით ეროვნული ვალუტის მდგომარეობას, 2018 წლის 10 აგვისტოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1 პროცენტით არის გამყარებული" - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ბაზრის მონაწილეები უფრო აქტიურად აკვირდებიან რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას და მათ შორის თურქეთისას, სადაც ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვან გაუფასურებას აქვს ადგილი, ანალოგიური ვითარებაა რუსეთში რუბლის შემთხვევაშიც. „აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის გაუფასურება, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოზე ნაკლებად იქონიებს გავლენას. მნიშვნელოვანია რომ თურქეთში ინფლაცია მაღალია და ივლისში 15.85 პროცენტი შეადგინა. ამავე დროს საქართველოში ინფლაცია დაბალია და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან არის შესაბამისობაში. ასევე, საქართველოში პროდუქტიულობის ზრდის ტემპი აჭარბებს თურქეთში პროდუქტიულობის ზრდის ტემპს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს. ამდენად, ლირის გაუფასურებას შეიძლება ჰქონდეს ლარის კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)