11:22 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-10 10:53:43, 486 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო სექტორთან თემატურ შეხვედრებს გეგმავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული გაცნობითი ხასიათი შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ესწრებოდა.

თორნიკე რიჟვაძემ სამოქალაქო სექტორს მადლობა გადაუხადა აჭარაში დემოკრატიული განვითარების პროცესებში აქტიური მონაწილეობისათვის. მთავრობის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა მათთან ღიაობის და თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აუცილებლად გაგრძელდება თემატური შეხვედრების ფორმატში და იგი სისტემურ ხასიათს მიიღებს.  თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის განვითარების საკუთარ ხედვებზე გაამახვილა ყურადღება და არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში არასამთავრობოების ჩართულობის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

„არასამთავრობო სექტორის წინადადებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასახავს იმ კონკრეტულ საკითხებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და რეგიონს აწუხებს. შეხვედრები გაგრძელდება,  იქნება თემატური შეხვედრებიც. პირადად მე მზად ვარ ყოველი ორი თვის განმავლობაში შევხვდე და მოვისმინო მათი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. მთავრობის აპარატში იმუშავებს თანამშრომელი, რომელსაც დაეკისრება შესაბამისი ფუნქცია და ის იქნება ყოველდღიურ კონტაქტზე არასამთავრობო სექტორთან" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კითხვა-პასუხის რეჟიმში ორი საათი გაგრძელდა. საუბარი შეეხო ყველა იმ პრობლემურ და მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც რეგიონში ბოლო წლებია არსებობს.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics