06:58 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 12:39:24, 385 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რაიმონდს ვეიონისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

„ჩემთვის დიდი პატივია გულწრფელად მოგილოცოთ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით წარმატებით ვითარდება. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საერთო კეთილდღეობისათვის.

მინდა გამოვხატო თქვენდამი მადლიერება საქართველოს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მსურს მოგიწვიოთ საქართველოში. მოხარული ვიქნები გიმასპინძლოთ თბილისში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღმავებას.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა  და საუკეთერსო სურვილები, თქვენს მომავალ საქმიანობაში წარმატებისათვის, ლატვიელი ხალხის მშვიდობისა და საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics