|
2018-08-08 18:16:51, 593 ნახვა
რეგიონი
„საქართველომ უნდა აღიაროს დამარცხება“ - კოკოითმა ომის დაწყებაში საქართველოსთან ერთად, აშშ, ევროკავშირი და ნატო დაადანაშაულა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან რევანშის მცდელობას ადგილი არ ექნება, - ამის შესახებ მან "რია ნოვოსტისთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "არ მჯერა. არ მსურს ომი ოსი, აფხაზი, რუსი და ქართველი ხალხისთვის. არსებობს რეალობა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. საქართველომ უნდა აღიაროს თავისი დამარცხება და იმედები არ უნდა დაამყარონ იმაზე, რომ რბილი ძალის გამოყენებით ჩვენი სახელმწიფოების განვითარებას საქართველოს მიმართულებით შემოატრიალებენ. ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, თუმცა უფრო მეტისთის არა", - განაცხადა კოკოითმა. მან ე.წ. რესპუბლიკის მთავარ მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა რუსეთის მხრიდან "რესპუბლიკების აღიარება იყო". "ბევრი რამის აღდგენა შევძელით. თუმცა, ბევრი გამოწვევისთვის მზად არ აღმოვჩნდით. სერიოზულად უნდა მივუდგეთ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობას, რათა რუსეთი არ დავაღალატოდ, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი სწორედ მოიქცა და ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ყოფილმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა. გარდა ამისა, კოკოითმა სიტუაციის დაძაბვაში არა მხოლოდ საქართელო, არამედ აშშ, ევროკავშირი და ნატო-ც დაადანაშაულა. "სიტუაცია მას შემდეგ დაიძბა რაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა და საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს აქტივაცია მოხდა. როდესაც ვსაუბრობთ 2008 წლის მოვლენებზე უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკას, ევროკავშირს და ნატო-ს ისეთვე პასუხისმგებლობა ეკისრებათ, როგორც საქართველოს. საქართველომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განახორციელა არა მხოლოდ სამხედრო აგრესია, არამედ ინფორმაციული აგრესიაც, მათ შორის რუსეთის მისამართითაც", - აღნიშნა კოკოითმა.
ნობელის ლაურეატმა მარია რესამ მზია ამაღლობელის და ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა
სამართალდამცველებმა 1 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)