22:03 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 11:54:28, 704 ნახვა

სამართალი
მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ არაერთგზის იძალადა მეუღლეზე - ე.ჯ.-ზე. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 1 აპრილს, მან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 1 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics