23:50 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 18:45:35, 704 ნახვა

საზოგადოება
ნავთლუღში, შიდა გზებისა და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები ორ მისამართზე მიმდინარეობს

ისნის რაიონის გამგეობა შიდა გზებისა და საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობას განაგრძობს. ამ დროისთვის, წულაძის ქუჩაზე მდებარე N22 კორპუსის მიმდებარედ, 1 450 მ2 ფართობზე გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.  

პროექტის ფარგლებში, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ასფალტის საფარის დაგება კი, რამდენიმე დღეში დაიწყება. ეზოს კეთილმოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 40 000 ლარით დაფინანსდა. 

ნავთლუღის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ესაუბრა. 

რაიონის გამგებელი და დეპუტატი არსენ იყალთოელის ქუჩაზეც იმყოფებოდნენ, სადაც გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოები 2 381 მ2 ფართობზეა დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, 53 მ2 ტროტუარი და 442 გრძივი მეტრი ბორდიური მოეწყობა. საწყის ეტაპზე, ასფალტის დაგებამდე, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტის ღირებულება 71 994 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოებს ორივე მისამართზე კომპანია „არსაკიძე 2000“ აწარმოებს. ნავთლუღში, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები კვირის ბოლომდე, ხოლო არსენ იყალთოელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ორ კვირაში დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics