|
2018-08-06 18:39:45, 959 ნახვა
სამართალი
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გურიაში სასარგებლო წიაღისეულის დარღვევით მოპოვების ფაქტებიგამოავლინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხუთი სალიცენზიო ობიექტის შემოწმების შედეგად ორშიდარღვევა აღმოაჩინა. შემოწმება-დათვალიერება სოფლების - ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარედ მდინარე აჭისწყალზე მოხდა. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ორი სუბიექტი სასარგებლო წიაღისეულს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვებდა, რის გამოცმომზადდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ დათვალიერება/შესწავლით და მასალების კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული ორი ლიცენზიანტიდან ერთ-ერთი ლიცენზიისმფლობელი ქვიშა-ხრეშს მოიპოვებდა სალიცენზიო კონტურს გარეთ, რასთან დაკავშირებითაც კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები გაიგზავნაუფლებამოსილ ორგანოში. სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა ლიცენზიის მფლობელებს და წიაღით სარგებლობის საპროექტოდოკუმენტაციის შედგენის, სააგენტოში მისი წარდგენისა და თანხმობის მიღებამდე მოპოვებითი სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციაშედგენილი უნდა იყოს დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და სამუშაოების დაწყებამდე სავალდებულო წესით უნდა შეთანხმდეს სსიპ წიაღის ეროვნულსააგენტოსთან. რაც შეეხება დარჩენილ სამ ობიექტს, დათვალიერება/შესწავლით დადგინდა, რომ აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი არ აწარმოებდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითსამუშაოებს, შესაბამისად აღნიშნული ლიცენზიების პირობების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)