11:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 16:40:37, 718 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: საზოგადოება ნათლად ხედავს, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს დღესაც პროკურატურა

„საზოგადოება ნათლად ხედავს, ვინ რა დარღვევა გააკეთა, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს დღესაც პროკურატურა“, - ასე შეაფასა, ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტების მიცემა.

მისი თქმით, დეპუტატებმა მისთვის მნიშვნელოვანი ბევრი შეკითხვა დასვეს.

„კომისიის მუშაობა ძალიან კარგია იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ ეთერში უყურებს საზოგადოება, რასაც მე აქამდე ვიტყოდი და ვამბობდი, რომ დარღვევები ჰქონდა პროკურატურას და ძალოვან უწყებებს, საზოგადოება უკვე ნათლად ხედავს, ყველაფერს. ვინ რა დარღვევა გააკეთა, ვინ ვის დააფარა ხელი და როგორ აფარებს პროკურატურა დღესაც ხელს. დღევანდელ დაკითხვას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ბოლომდე ჯერ არ მომისმენია, აუცილებლად მოვუსმენ თავიდან ბოლომდე და ვნახოთ“, - განააცხადა ზაზა სარალიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics