|
2015-06-04 10:04:07, 4023 ნახვა
სპორტი
თინა ხიდაშელი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ დევნილებთან დაკავშირებით რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი 6-ით გაიზარდა. ხიდაშელის თქმით, წლების განმავლობაში ყოველი ხმა ძნელად მოსაპოვებელია და ამ ფონზე, რეზოლუციის მომხრეთა რიცხვის 75 სახელმწიფომდე გაზრდას, დიდი მნიშვნელობა აქვს. "მახსოვს ისტერიკა წლების განმავლობაში, შარშანდელი განსაკუთრებით და ოპოზოციისგანაც ველოდები განცხადებებს ჩვენი საგარეო უწყების კარგად მუშაობის შესახებ.ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება წელს განსაკუთრებული წარმატება გვქონდა და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ როგორც ჩვენი მისიის ხელმმღვანელს კახა იმნაძეს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდს. ეს არ არის მარტივი.თქვენ იცით წლების განმავლობაში ყოველი ხმა რამდენად მძიმედ მოსაპოვებელია ხოლმე და წელს უცბად 6 ხმით მეტი გავქვს",-განაცხადა თინა ხიდაშელმა. გაერო-ს გენერალურმა ანსამბლეამ, 69-ე სესიაზე, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" მორიგი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი წელს 75 სახელმწიფომდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)