10:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 16:08:45, 827 ნახვა

კომენტარი
„საქართველო უფლისწულის რეპით იმართება“ - ნათელაშვილი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საკონსტიტუციოს გაუქმებით იმუქრება

"დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის, „უფლისწულის რეპით“ და ეს „რეპი“ გახდა სახელმწიფო პოლიტიკის სავალდებული ატრიბუტი“,- ასე შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი, აღნიშნული გადაწყეტილებას ტრაგედიას უწოდებს და აქვე აანსონსებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, გაუქმდება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე ნარკო-რელიზატორებისთვის მკაცრი სანქციები დაწესდება.

„მარიხუანას მოწევაზე ადამიანის დაჭერა, რომ არ შეიძლება ამაზე საზოგადოების ძირითადი ნაწილი შევთანხმდით. მაგრამ გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული და ნარკოტიკის ეს სახეობა გამოაცხადა სრულიად ლეგალიზებულად, მოაქცია ის სამოაქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პროცესში, რითაც ივანიშვილების ოჯახი, გადაიქცა რეგიონში უდიდესი ნარკო-მილიარდერების ოჯახად. ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკო-ვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი და გაუქმებული. საშინელი განსაცდელის წინაშე დავდექით, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ იცხოვრებს არაბიც, თურქიც, ირანელიც და ყველა, ქართველების გარდა და ამის შემოქმედი იქნება, ეს კორუმპირებული რეჟიმი, რომელმაც ვერ გაბედა თვითონ გაეკეთებინა ასეთი დანაშაულებრივი ლეგალიზაცია ნარკოტიკების და გააკეთებინა მორჩილ საკონსტიტუციო სასამართლოს, მონა მოსამართლეებს. ტრაგედიამდე მიგვიყვანეს - ეს ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ჯერ ბერა ივანიშვილის რეპი გამოქვეყნდა, სადაც ის სიმღერით მოუწოდებდა ნარკოტიკების ლეგალიზაციისაკენ. მე გამიგია, რომ ჩინეთი მაო ძედუნის დროს იმართებოდა, მაო ძედუნებით, დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის, „უფლისწულის რეპით“ და ეს „რეპი“ გახდა სახელმწიფო პოლიტიკის სავალდებული ატრიბუტი“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics