19:50 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 11:07:59, 936 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით კონტრაბანდული საქონლის ტრანზიტულად შემოტანის 2 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში  ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოსდა მას  11 250 კგ რძის ფხვნილი შემოჰქონდა. თუმცა, ექსპერტიზით დადგინდა, რომ რეალურად, ბრალდებული 773 190 ლარის საბაჟო ღირებულების პროტეინის გადატანას ახდენდა. 

ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი  „სარფის“ გავლით, მისივე მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილით,  საქართველოში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ტრანზიტით შემოიტანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 63 988 ლარს შეადგენს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics