10:34 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 17:10:47, 1146 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე: საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ქვეყანაა, სადაც მარიხუანას მოხმარება სრულად ლეგალურია

„საქართველო არა მხოლოდ რეგონში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება სრულად ლეგალურია“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეიდან ქვეყანაში ადამიანებს მარიხუანას მოხმარების გამო, ვეღარ დასჯიან.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველო გახდა გაცილებით უფრო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო აქამდე, და ჩვენ ყველა ვიცხოვრებთ გაცილებით უკეთეს ქვეყანაში, ვიდრე ვცხოვრობდით. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ეხება კონკრეტულად მარიხუანის მოხმარებას და მის ადმინისტრაციულ სასჯელს, რომელიც გაუქმდა. ასე, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგონში, არამედ პოსტ -საბჭოთა სივრცეში, არის პირველი ქვეყანა, სადაც მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. ამიერიდან ადამიანებს მარიხუანას მოხმარების გამო ვეღარ დასჯიან. თუ ადამიანის ქმედება სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს, მაშინ ამ ადამიანს აქვს უფლება აკეთოს ის, რაც მას სურს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თითქმის სამთვიანი განხილვის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და პარტიის ერთერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი, რომლითაც ისინი მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ითხოვდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics