05:36 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 15:13:24, 380 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერიაში 520 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

დედაქალაქის მერიაში 520 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიიღო. 
როგორც „ექსპრესნიუსს“  თბილისის მერიიდან აცნობეს, კომისიამ, ასევე დაადგინა კონკურსის ეტაპები, შეფასების ფორმები, პირობები და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები.

„საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მოხდება შემოსული განცხადებების გადარჩევა კონკურსანტებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. განცხადების წარდგენა კონკურსანტებს 3 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

კონკურისის მეორე ეტაპზე კონკურსანტები გაივლიან ტესტირებას. ტესტირების ეტაპზე აუცილებელ ქულათა მინიმალური ზღვრული ოდენობა კონკურსანტის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%-ით, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორი პასუხის ოდენობით განისაზღვრა.

მესამე ეტაპზე მოხდება მეორე ეტაპზე გასულ კონკურსანტებთან გასაუბრება. გასაუბრების ეტაპზე მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვრა სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრთა მიერ ინდივიდუალურ საშუალო არითმეტიკულ შეფასებათა საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით - ჯამში არანაკლებ 3 ქულით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge“,-აღნიშნულია მერიი განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics