19:55 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 16:05:06, 1883 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და პარტიის ერთერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი, რომლითაც ისინი მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ითხოვდნენ.

გადაწყვეტილება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 30 მაისს გაიმართა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა - მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი.

გირჩის ლიდერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, მანამდე, 2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა (საქმე #732). მოსარჩელე გივი შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას "გირჩი" უწევდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics